Monday, April 2, 2012


1.      პროექტის სახელწოდება: საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულები და ტრადიციები.

      2.      პროექტის მთავარი იდეა:  საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულებისა და ტრადიციების გაცნობა, ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა,  სასიცოცხლო უნარჩვევების შეძენა, პოზიტიური დამოკიდებულება ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ, ინტერესი  უცხო სამყაროს მიმართ;
     3.      პროექტის აქტუალობა:   თემა აქტუალურია, ვინაიდან დღეს საჭიროა პატივისცემა როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე უცხო ქვეყნების ეროვნული დღესასწაულებისა და ტრადიციების მიმართ,საჭიროა აქტუალურ თემაზე ლაპარაკი როგორც მშობლიურ ასევე  სხვა უცხოურ ენებზე ლაპარაკი. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება, როგორც კულტურული დამოკიდებულება ასევე ინდივიდუალური მრავალფეროვნებების მიმართ, საჭიროა მოსწავლეებს გააჩნდეთ პატივისცემის უნარი, როგორც საკუთარი, ასევე უცხო ქვეყნების ტრადიციებისა და დღესასწაულების მიმართ.

     4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობის, სხვისი აზრის პატივისცემით, შემოქმედებითობით, თავისუფალი არჩევანის გაკეთების, მოსმენის, ლაპარაკის, უცხო კულტურის გაგების,უცხო და მშობლიური კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის, დაფასებისა და პატივისცემის უნარ- ჩვევების განვითარება.

     5.      მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი

     6.      ვადები/ხანგრძლივობა:  3 კვირა

     7.      მოსალოდნელი შედეგი:  შეიქმნება ფოტო-ალბომი, ფაილები, გაკეთდება ანალიზი, პრეზენტაცია სლაიდებით,დიაგრამები, ბლოგი, რომელზეც განთავსდება მოცემული ინფორმაცია.

     8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქაღალდი, კალამი, ლიტერატურა, კომპიუტერი,   პროექტორი, ფოტოაპარატი, ალბომი, წებო
    




9.    პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
                                          1.      ჯგუფის შექმნა;
                                           2.      თემის არჩევა;
                                           3.      ფუნქციების განაწილება:
                                            ა) საჭირო ლიტერატურის მოძიება;
                                            ბ) ინფორმაციის მოძიება;
                                            გ) ფოტო-მასალის შეგროვება;
                                            4.      ფოტო-ალბომის დამზადება;
                                            5.      ანალიზი
                                            6.      პრეზენტაციების  შექმნა;
                                            7.      ბლოგის შექმნა და ინფორმაციების გამოქვეყნება;
                                            8.      ანგარიშის წარდგენა დამსწრე საზოგადოებაზე.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხოენა, ისტორია, გეოგრაფია
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ნანული კოკობინაძე
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nanokok2012@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nako2012.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა